saqarTvelos mwvervalebi - asmaSi
ასმაში - მწვერვალი ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარე ტვიბერის სათავეში (ენგურის შენაკადი). სიმაღლე ზღვის დონიდან 4057 მ. კარგად არის გამოხატული თანამედროვე გამყინვარება. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული გრანიტოიდებით. მისასვლელი გზა ტვიბერისა და მურყვამის მყინვარებიდან (მდინარე ენგურის აუზი).